ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - ქ. გორში, 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. გორში, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალ ფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. გორში, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალ ფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 20 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/4967

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ზემო სვანეთში, დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

15 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ივლისი, 2026

ძალაშია

15 ივლისი, 2026

იხილე სრულად