ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - ქ. წყალტუბოში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. წყალტუბოში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. წყალტუბოში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 11 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/4855

 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის შენობის რაებილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის შენობის რაებილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად