ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 ივლისი, 2022

ვადა: 8 აგვისტო, 2022

ბაზრის კვლევა ფასებისა და მოწოდების ვადების დადგენის მიზნით - საქართველოში მშენებარე 20 ბაგა-ბაღის აღჭურვილობის (ავეჯის, სხვადასხვა სახის ინვენტარის და ტექნიკის, თეთრეულის, ჭურჭლის, წიგნებისა და სათამაშოების) შესყიდვა

გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს ბაზრის კვლევას ფასებისა და მოწოდების ვადების დადგენის მიზნით, საქართველოს 11 ქალაქსა და რაიონში მშენებარე 20 ბაგა-ბაღის აღჭურვილობის (ავეჯის, სხვადასხვა სახის ინვენტარის და ტექნიკის, თეთრეულის, ჭურჭლის, წიგნებისა და სათამაშოების) შესასყიდად.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე ატვირთულ ცხრილებში მოცემულია შესასყიდი აღჭურვილობის სიები, ქალაქებისა და რაიონების მიხედვით ჩაშლილი რაოდენობებით, საერთო რაოდენობებით და ასევე, ტექნიკური მახასიათებლებით.

 

https://drive.google.com/drive/folders/1J5Rn0_Ave2cdjNeLMO2_jr5ySCxovZc2?usp=sharing

 

 

ფასების და მიწოდების ვადების დადგენის მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ მოცემულ კვლევაში და წარმოადგინოთ ზემოთ მითითებულ ბმულზე ატვირთულ ცხრილებში მოცემული საქონლის ერთეული ფასების, ჯამური ღირებულებებისა და მოწოდების ვადების შევსებული გრაფები (ცხრილებში შესავსები გრაფები გაყვითლებულია). ფასები უნდა მოიცავდეს ადგილზე მიწოდების/მოწყობის ღირებულებებსა და დღგ-ს გადასახადს. გთხოვთ, შევსებული ცხრილები წარმოადგინეთ არაუგვიანეს 2022 წლის 10 აგვისტოს 17 საათისა, ელ-ფოსტის საშუალებით: adbprocurement@mdf.org.ge

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.14.03.006.008) სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის №199 საჯარო სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 ივნისი, 2026

ძალაშია

17 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 ივნისი, 2026

ძალაშია

17 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად