გამოქვეყნებულია 5 აგვისტო, 2026
ვადა: 14 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
რეგისტრაციის ნომერი:CPV45400000
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 აგვისტოს 14:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების
მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 25 სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუმცა პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ სკოლაზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი დამოუკიდებლად.
პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2 - ფასების ცხრილის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. კალკულაცია
3. პრეისკურანტი
4. დანართი N1 - სპეციფიკაციები
5. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
გადადით ბმულზე
გაზიარება