ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 29 ივლისი, 2026

ვადა: 12 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - ტრაქტორების და სხვადასხვა ტიპის მისაბმელების სახელმწიფო (CPV-16700000) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260044366

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ტრაქტორების და სხვადასხვა ტიპის მისაბმელების სახელმწიფო (CPV-16700000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის
სავარაუდო ღირებულება და მიწოდების ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1 (ფასების ცხრილი) და დანართი N2 (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვისთვის საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისად განხილულ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული შეთავაზებები/შენიშვნები/რეკომენდაციები, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი წინადადებები/პოზიციები მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი

დამატებითი დოკუმენტაცია:
1.დანართი N1 (ფასების ცხრილი);
2.დანართი N2 (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები);
3.სატენდერო მოთხოვნები;

გადადით ბმულზე

 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლედარსალეში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლედარსალეში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

6 აგვისტო, 2026

ძალაშია

13 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქარში და სოფელ ხევსურთსოფელში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქარში და სოფელ ხევსურთსოფელში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

6 აგვისტო, 2026

ძალაშია

13 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

გამოქვეყნებულია

6 აგვისტო, 2026

ძალაშია

13 აგვისტო, 2026

იხილე სრულად