გამოქვეყნებულია 27 ივლისი, 2026
ვადა: 3 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა- საბავშვო ბაღები თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქარში და სოფელ ხევსურთსოფელში
რეგისტრაციის ნომერი:CPV45200000
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქარში და სოფელ ხევსურთსოფელში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 03 აგვისტოს 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება - სოფ. ნაქალაქარი;
2. ტექნიკური დავალება - სოფ. ხევსურთსოფელი;
3. ზოგადი სპეციფიკაციები
4. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
6. გეგმა-გრაფიკი;
7. დეტალური დოკუმენტაცია: საბავშვო ბაღის გათბობა & ვენტილაცია, ეფექტურობის დეკლარაცია, წყალ-კანალიზაცია, ბაღის არქიტექტურა, ელექტროობა, კონსტრუქციები და სუსტი დენები.
გადადით ბმულზე
გაზიარება