ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

გამოქვეყნებულია 27 ივლისი, 2026

ვადა: 3 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - ბაღები საქობო, გურგენიანი და შაქრიანი

რეგისტრაციის ნომერი:CPV45200000

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოსა და სოფელ ზემო გურგენიანში, ასევე ყვარლის უნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში - 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 03 აგვისტოს 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება - სოფ. საქობო;
2. ტექნიკური დავალება - სოფ. გურგენიანი;
3. ტექნიკური დავალება - სოფ. შაქრიანი;
4. ზოგადი სპეციფიკაციები
5. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ
ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
7. გეგმა-გრაფიკი;
8. დეტალური დოკუმენტაცია: საბავშვო ბაღის გათბობა & ვენტილაცია, ეფექტურობის
დეკლარაცია, წყალ-კანალიზაცია, ბაღის არქიტექტურა, ელექტროობა, კონსტრუქციები და
სუსტი დენები. 

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა -თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა სახის ხელის ხელსაწყოები: ლაზერული მანძილმზომი, საზომი რულეტი, კერნის ამომჭრელი, შტანგელ ფარგალი, შმიდტის ჩაქუჩი, გონიო, სიბრტყის საზომი და თარაზო

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება- მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების Design-Build - პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად