ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 24 ივლისი, 2026

ვადა: 21 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო (CPV-34144400, 34134200, 34144520, 34134100, 34133110, 34144750) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260043370

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო (CPV-34144400, 34134200, 34144520, 34134100, 34133110, 34144750) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის:
1.სავარაუდო ღირებულება;
2.მიწოდების ვადა (როგორც შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ასევე წუნის არსებობის შემთხვევაში ახლით ჩანაცვლების);
3.რა რაოდენობის (ცალი) ტექნიკა აქვს მიწოდებული პრეტენდენტს ან/და მწარმოებელ ქარხანას ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 21 აგვისტოს 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1 – N2 – N3 ცხრილის (განსაფასებელი შემაჯამებელი ცხრილი, ლოტების მიხედვით) და დანართი N4 – (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.

ამასთან, დასაშვებია წარმოდგენილ იქნას შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ლოტზე.

შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებული იქნას წინასწარი ანგარიშწორება (ავანსი) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვისთვის საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისად განხილულ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული შეთავაზებები/შენიშვნები/რეკომენდაციები, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი წინადადებები/პოზიციები მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი

დამატებითი დოკუმენტაცია:
1.დანართი N1 – N2 – N3 ცხრილის (განსაფასებელი შემაჯამებელი ცხრილი, ლოტების მიხედვით);
2.დანართი N4 – (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები);
3.სატენდერო მოთხოვნები;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა -თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა სახის ხელის ხელსაწყოები: ლაზერული მანძილმზომი, საზომი რულეტი, კერნის ამომჭრელი, შტანგელ ფარგალი, შმიდტის ჩაქუჩი, გონიო, სიბრტყის საზომი და თარაზო

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება- მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების Design-Build - პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად