ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 9 ივნისი, 2026

ვადა: 16 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ბაღების წყლის ჭაბურღილებისა და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება და მშენებლობის (CPV-45255110) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260033325

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის წყლის ჭაბურღილებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება და მშენებლობის (CPV-45255110) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, პროექტირების ეტაპის დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენისსაფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ივნისის 18:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2- ფასების ცხრილის მიხედვით.


ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - ობიექტების ჩამონათვალი;
3. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
4. დანართი N3 - სპეციფიკაციები;
5. დანართი N4 - პრეტენდენტის გამოცდილება, რაც მოთხოვნილი იქნება სატენდერო პირობებით;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ონისმხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და დეფექტური აქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV-45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

13 ივლისი, 2026

ძალაშია

20 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად