გამოქვეყნებულია 4 ივნისი, 2026
ვადა: 11 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - ზემო კარაბულახის და მოხისის, თელავის №8 (შალაურის კორპუსი); ტყიბულის №6, ქუთაისში აფხაზეთის N5 და №24, ხონის №4, ხევსურთსოფლის და ლატალის, რუსთავის N16 საჯარო სკოლების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260032466
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) 10 (ათი) ერთეული დამოუკიდებელი ელ. ტენდერის გამოცხადებას ცალ-ცალკე Design-Build მეთოდით ფასების ცხრილში მოცემული ობიექტების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ივნისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: ფასების ცხრილის შესაბამისად, (ელექტრონულად დადასტურებული).
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება (1-დან-10-ჩათვლით);
2. სპეციფიკაციები (1-დან-10-ჩათვლით);
3. ფასების ცხრილი (საერთო);
4. გამოცდილება (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერის გამოცხადების დროს);
გადადით ბმულზე
გაზიარება