გამოქვეყნებულია 3 ივნისი, 2026
ვადა: 10 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N4-ში, არსებული საცხოვრებელი შენობის „მაგნოლიას“ სარეაბილიტაციოდ დეტალური პროექტირების შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260032168
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N4-ში, არსებული საცხოვრებელი შენობის „მაგნოლიას“ სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ივნისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია ;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3- პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება-რაც მოთხოვნილი იქნება კონკურსში;
4. კონცეფცია;
გადადით ბმულზე
გაზიარება