ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

12 მარტი, 2026

თელავში საცურაო აუზის პროექტირება იწყება

Image alt text
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.

ქალაქ თელავის თანამედროვე სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.