25 თებერვალი, 2026
პატარა ქანდაში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის ახალ ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები.
შენობა აერთიანებს სასწავლო, საძინებელ და ადმინისტრაციულ ოთახებს, სამზარეულოს, შიდა და გარე სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედანს და რეკრეაციულ სივრცეს.
სოფელ პატარა ქანდაში ახალი ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 1.2 მლნ ლარით დააფინანსა.
გაზიარება