21 თებერვალი, 2026
აბაშის ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა დაიწყო

აბაშაში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო.
ახალი სპორტული სივრცე არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, არამედ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც.
პროექტის მიზანია, რომ აბაშა იქცეს სპორტული აქტივობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად, სადაც ადგილობრივი გუნდები და სპორტსმენები შეძლებენ პროფესიულ დონეზე ვარჯიშსა და თამაშს.
გაზიარება