ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

21 თებერვალი, 2026

წალენჯიხაში საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი რეაბილიტირდება

Image alt text

ალაქ წალენჯიხაში საშა კვარაცხელიას სახელობის ბუნებრივსაფარიან საფეხბურთო სტადიონს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და, პარალელურად, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ილია ინჯიათან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო სტადიონის არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილი პროექტის დეტალები განიხილა.