ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

9 თებერვალი, 2023

ღია კარის დღე

Image alt text

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები და გეგმავს სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას. ამასთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, 12.00 საათზე, ფონდი ღია კარის დღეს გამართავს.

შეხვედრის მიზანია უფრო მეტად გამჭირვალე და ეფექტიანი გახდეს პროექტისა და გამოსაცხადებელი ტენდერის პროცედურები. დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტის დეტალებს და შესაბამისად, უფრო უკეთ მოემზადონ მისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

მისამართი:

საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა - ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N24