ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

10 სექტემბერი, 2025

რამდენიმე ქალაქში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

Image alt text
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში, ჭიათურაში, ონში, მესტიასა და ცაგერში ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ცენტრებში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სათავსოები.
ყველა სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ახალი საფეხბურთო სტადიონების აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.