ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

30 ივლისი, 2025

სოფელ ურბნისში 75 ბავშვისთვის ახალი ბაღი შენდება

Image alt text
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღის მშენებლობა თანამედროვე ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
ბაღის მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად გაეცნო.
ახალ შენობაში ბავშვების განვითარებისა და კომფორტისთვის აუცილებელი ყველა პირობა იქნება გათვალისწინებული.
საბავშვო ბაღში მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, სველი წერტილები და გათბობის სისტემები, ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია, ასევე, რეკრეაციული ზონებისა და ეზოს მოწყობა.

ურბნისის საბავშვო ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 1.7 მლნ ლარით აფინანსებს.