ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

7 ივლისი, 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი დაბა შორაპნის ისტორიულ უბანში

Image alt text

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეებთან – ილია ბეგიაშვილთან და ბათუ გურჯიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი შონიასთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად, დაბა შორაპნის ისტორიულ უბანში შორაპნის ციხისა და ისტორიული რკინიგზის სადგურის მდგომარეობას გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდი შეისწავლის შორაპნის ციხისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა მოთხოვნის, შესაბამისი კვლევებისა და აუცილებელი პროცედურების გათვალისწინებით განიხილოს მათი აღდგენის პერსპექტივა.

შორაპნის ციხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც ისტორიულად ქვეყნის მნიშვნელოვან სავაჭრო და სტრატეგიულ გზას აკონტროლებდა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისტორიული რკინიგზის სადგური კი, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო სადგურია, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა და რეგიონის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არქიტექტურულად გამორჩეულია ასევე ყოფილი ქარხნის „ელექტროელემენტის“ ტერიტორია, რომელიც წარსულში შორაპნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმო იყო.