ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

3 ივლისი, 2026

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად გნსაზღვრულია 16 თვე.

დაგეგმილია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის განახლება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწავლო და ადმინისტრაციულ სივრცეებს, გაუმჯობესდება საინჟინრო კომუნიკაციები და შეიქმნება თანამედროვე სასწავლო პროცესის შესაბამისი, მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული უსაფრთხო გარემო.