ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

1 ივლისი, 2026

რუსთავის N31 საბავშვო ბაღში საზაფხულო ბაღი გაიხსნა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ რუსთავის N31 საბავშვო ბაღში საზაფხულო ბაღი გაიხსნა.

ბაღი, რომელიც 450 აღსაზრდელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს უზრუნველყოფს.
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე განხორციელებული გამწვანების სამუშაოების ფარგლებში დარგულია 500 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.

რუსთავის საზაფხულო ბაღის გახსნას დაესწრნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი.