30 ივნისი, 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანისმულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.
აღნიშნული პროექტისსაპროექტო მომსახურებას კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო „მეტრიკი“ ახორციელებდა. მიუხედავად ფონდისმხრიდან არაერთისამუშაო შეხვედრის, სიტყვიერი დაწერილობითი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერუზრუნველყო საჭიროპროგრესისა დაშედეგის მიღწევა, რის გამოცფონდმა ხელშეკრულება შეწყვიტა.
პროექტის მნიშვნელობიდან და მისიდროულად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღოგადაწყვეტილება საპროექტომომსახურების ხელშეკრულება, განმეორებითი კონკურსისგამოცხადების გარეშე, გააფორმოს იმკომპანიასთან, რომელიცამჟამად ახორციელებს მსგავსი ტიპისმულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს. ფონდსა დააღნიშნულ კომპანიასშორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთი ძირითადიდა ხუთსხვადასხვა ლოკაციაზემორგებული (მიბმის) საპროექტო გადაწყვეტის მომზადებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს პროექტირების პროცესის უწყვეტობას, მაღალი ხარისხისსტანდარტების დაცვასადა სამუშაოების ოპერატიულად გაგრძელებას.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გურჯაანში დაგეგმილია 1 000 მაყურებელზე გათვლილიმულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს დიდ დასაბავშვო საცურაოაუზებს, სატრენაჟორო და ფიტნესსივრცეებს, ასევედარბაზებს სპორტისსხვადასხვა სახეობისთვის. კომპლექსი ასევემოიცავს მედიათეკას, ქორეოგრაფიის, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხოენების სივრცეებს, STEM-კლუბს, მცირესცენურ დარბაზს, მრავალფუნქციურ ღონისძიებების სივრცეს, ადმინისტრაციულ დატექნიკურ ზონებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდიგანსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფო პროექტების დროულდა ხარისხიანგანხორციელებას. თითოეულპროექტზე ვადებისადა სახელშეკრულებო პირობების დაცვაწარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას დასამინისტრო ყველაპარტნიორისგან სწორედამ სტანდარტით მოქმედებას ელოდება.
ფონდი მომავალშიც გამოიყენებს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველამექანიზმს, რათაპროექტები განხორციელდეს ხარისხიანად, პასუხისმგებლობითა დამოქალაქეების წინაშეაღებული ვალდებულებების სრული დაცვით.
გაზიარება