30 ივნისი, 2026
სკოლების ენერგოეფექტური რეაბილიტაციისთვის საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გამოაცხადა საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რომელიც რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლებში ენერგოეფექტური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებულია ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი („მწვანე“) გადაწყვეტილებების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, ენერგიის მოხმარების, საოპერაციო ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
დაგეგმილი მიდგომები უზრუნვეყოფს ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და გერმანიის საკრედიტო ბანკის ერთობლივი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.
გაზიარება