ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

30 ივნისი, 2026

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

Image alt text

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია,განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მონაწილეობდნენ.

სხდომაზე განიხილეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის მიზნით შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და პროექტების დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.