25 ივნისი, 2026
სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 16 თვეა განსაზღვრული.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას და თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების მიხედვით მათ ადაპტირებას.
სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში, რეაბილიტაციის შედეგად, განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები, მოეწყობა სკოლის ტერიტირია და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გარემო.
გაზიარება