ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

16 ივნისი, 2026

თბილისის N64 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის N64 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო გათვლილი იქნება 1000 მოსწავლეზე.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური კვლევა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მის საფუძველზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სასწავლო სივრცეების, ბიბლიოთეკის, სპორტული და დამხმარე ინფრასტრუქტურის, საინჟინრო კომუნიკაციებისა და კეთილმოწყობილი გარე სივრცეების მოწყობას.

ასევე, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტური სისტემების დანერგვა, შენობის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფა.

პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ხოლო მისი ღირებულება 14.2 მლნ ლარს შეადგენს