ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

15 ივნისი, 2026

მზადება რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნის-ივლისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ დაათვალიერეს.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.

ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.