9 ივნისი, 2026
გიორგი შონია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) წარმოამდგენელს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, შეაფასეს მათი განხორციელების ეტაპები და იმსჯელეს ახალი ინიციატივებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 10 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, 8 სკოლის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც დაიწყება სატენდერო პროცედურები.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქვემო ალვანის, ახმეტის N1, საგარეჯოს N1, გურჯაანის N2, დმანისის N1 და N2, ასევე რუსთავის N11 და N23 საჯარო სკოლებს.
პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო ინფრასტრუქტურას და განათლების ხელმისაწვდომობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
გაზიარება