8 ივნისი, 2026
კახეთის რეგიონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად განაგრძობს.
კახეთის რეგიონში, ჯამში, 8 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა არის დაგეგმილი, საიდაც ამ ეტაპზე აქტიური 6 -ზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონი კალმახელიძე დაათვალიერეს.
პროექტები ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, თანამედროვე საფეხბურთო მოედნების, გასახდელების, სველი წერტილების, დაცვის ჯიხურების და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ექვსივე ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე და კომფორტული სპორტული სივრცეების განვითარებას.
გაზიარება