ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

5 ივნისი, 2026

აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სკოლის შენობის განახლების შედეგად, 500 მოსწავლისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. შენობაში სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.