ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

7 მაისი, 2026

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ადგილობრივი კვების პროდუქტების სარეალიზაციოდ განკუთვნილი სავაჭრო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი თანამედროვე სავაჭრო სივრცე უნდა მოეწყოს საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ახალი მაგისტრალის სატრანსპორტო კვანძთან, სადაც ადგილობრივი მეწარმეები შეძლებენ უსაფრთხო გარემოში პროდუქციის რეალიზაციას და სტაბილური შემოსავლის მიღებას.

სავაჭრო სივრცის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს სავაჭრო და სამეწარმეო ზონები, ტერიტორიაზე პავილიონების, სათავსოების და ჯიხურების განთავსება, ავტოსადგომის მოწყობა, ასევე, საზოგადოებრივი სველი წერტილების, უსაფრთხოების, გარე განათების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნა.

ახალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და შექმნის უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბიზნეს გარემოს.