ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

30 აპრილი, 2026

საჩხერის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა ქალაქ საჩხერის N1 და სოფელ ჭორვილას არსებული საჯარო სკოლების პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის.
საჩხერის N1 სკოლა გათვლილია 864 მოსწავლეზე, ჭორვილას სკოლა - 350 მოსწავლეზე.

პროექტირების მიხედვით, დაიგეგმება ორივე სკოლის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საჭიროების შემთხვევაში კი - გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობებში საკლასო ოთახების და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პირობების შექმნას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სკოლების განახლების დეტალური გეგმა ექსპერტების დასკვნის საფუძველზე უნდა მომზადდეს.