ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 აპრილი, 2026

ზუგდიდში აფხაზეთის № 11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

ზუგდიდის ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შენდება.

სკოლის შენობაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა, რაც მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებისთვის ყველა საჭირო რესურსს შესთავაზებს.

აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 11.2 მილიონი ლარით აფინანსებს.