16 აპრილი, 2026
ლაგოდეხში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩაზე დაგეგმილი ახალი მრავალფუნქციური სპორტული და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორია მოინახულა.
პროექტი ქალაქში თანამედროვე სპორტული სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
კომპლექსი იქნება მრავალფუნქციური, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის ადაპტირებული და ასევე სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებადი სივრცეებით, რაც ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ დასვენებასთან.
გაზიარება