ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

3 აპრილი, 2026

შეხვედრა სოფელ დუისის სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან

Image alt text

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძესთან და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან - ალექსი ფიცხელაურთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

დუისში, 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

ამ ეტაპზე დუისში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის პროექტირება. ახალ შენობაში გათვალისწინებული იქნება საკლასო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციის ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სამედიცინო კაბინეტი.

სკოლაში ასევე უნდა მოეწყოს შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედანი, კვების სივრცე და ადმინისტრაციული ოთახები.

სოფელ დუისის სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.