ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

3 აპრილი, 2026

სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

Image alt text

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა თანამედროვე სტადარტების შესაბამისად.

125 ბავშვზე გათვლილ შენობაში სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის მოწყობილია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები.

განახლებული საბავშვო ბაღი აერთიანებს სასწავლო, მუსიკის, საძინებელ, და ადმინისტრაციულ ოთახებს, სამზარეულოს, შიდა და გარე სათამაშო ზონებს და რეკრეაციულ სივრცეს.

რებილიტირებულ შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.

სოფელ ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღის რებილიტაცია სახელმწიფომ 3.2 მლნ ლარით დააფინანსა