მიმდინარე ტენდერები

გამოქვეყნებულია: 19 მარტი 2024    /    ძალაშია: 22 აპრილი 2024

ქ. თბილისში N67 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა

კონტრაქტის/ტენდერის #: CEB/EE/W/NCB/13-2024

საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. თბილისში N67 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა.
გამოქვეყნებულია: 22 თებერვალი 2024    /    ძალაშია: 28 მარტი 2024

სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) #IBRD/I2Q/CW/NCB/18-2023
გამოქვეყნებულია: 11 აპრილი 2023    /    ძალაშია: 11 აპრილი 2028

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხისა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყენებას საქართველოს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 27 მარტი 2023    /    ძალაშია: 30 ივნისი 2024

მოკლე ანოტაცია და შესყიდვის ზოგადი განცხადება - NEFCO

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) მიერ გამოყოფილი გრანტის გამოყენებას საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით: „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“.