„მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის ციფრული ტექნიკის და სხვა აქსესუარების შესყიდვა”

გამოქვეყნებულია: 16 თებერვალი 2021    /    ძალაშია: 23 თებერვალი 2021

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში გეგმავს „მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის ციფრული ტექნიკის და სხვა აქსესუარების შესყიდვას”.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენისა და მსგავსი საქონლის მოწოდებით დაინტერესებული პირების გამოვლენის მიზნით, მგფ ატარებს ბაზრის კვლევას.

 

მოსაწოდებელი საქონლის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ცხრილი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 23 თებერვლის 15:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შესყიდვის ობიექტის საერთო სავარაუდო ღირებულება და ხანგრძლივობა, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@mdf.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნათია ბლუაშვილი

შესყიდვების სპეციალისტი

595 707 600

nbluashvili@mdf.org.ge

 

პატივისცემით,

შესყიდვების დეპარტამენტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

დანართი - მოწოდების პირობები და ვადები.pdf