დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2016    /    დასრულებული: 6 მაისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. როშკაში მომსახურების ცენტრის - „სოფლის სახლის“ - შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 42 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 06 მაისს 14:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2016    /    დასრულებული: 6 მაისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 17 700 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 06 მაისს 12:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 25 აპრილი 2016    /    დასრულებული: 25 მაისი 2016

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოლოკიანი-კართუბნის, ნაწისქვილარი-კართუბნის და სოფ. ნაწისქვილარის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია

კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/MIMP/W/NCB/07-2016
საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოლოკიანი-კართუბნის, ნაწისქვილარი-კართუბნის და სოფ. ნაწისქვილარის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 21 აპრილი 2016    /    დასრულებული: 27 ივნისი 2016

წყალტუბოს და თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები

ტენდერის № IBRD-SIDA/RDPIIAF-SWMP/DSI/ICB/01-2016

საქართველომ მიიღო დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან რეგიონული განვითრების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება (RDP II AF), აგრეთვე შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსგან მდგრადი ჩამდინარე წყლების მართვის პროექტის დაფინანსება (SWMP) და აპირებს გამოიყენოს აღნიშული სახსრების ნაწილი წყალტუბოს და თელავის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებისათვის.
გამოქვეყნებულია: 19 აპრილი 2016    /    დასრულებული: 20 მაისი 2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზის რეაბილიტაცია

კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/MIMP/W/NCB/06-2016

საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 19 აპრილი 2016    /    დასრულებული: 20 მაისი 2016

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელი წყემის გზის რეაბილიტაცია

კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/MIMP/W/NCB/05-2016
საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელი წყემის გზის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 14 აპრილი 2016    /    დასრულებული: 22 აპრილი 2016

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე მეტროს სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის.

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა დ აზიის განვითარების ბანკი. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დაინტერესების გამოხატვას მეტროს საერთაშორისო სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის.
გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2016    /    დასრულებული: 21 აპრილი 2016

მოწვევა ღია კარის დღეზე

2016 წლის 15 აპრილს 16:00 საათზე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს ღია კარის დღეს გაცემული სესხების მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის სისტემის კომპიუტერული პროგრამის შესყიდვის ირგვლივ დაინტერებული პირების დეტალურად ინფორმირების მიზნით.
გამოქვეყნებულია: 8 აპრილი 2016    /    დასრულებული: 25 აპრილი 2016

მოწვევა ფასთა კოტირებაზე - „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისათვის კომპიუტერული და საოფისე აღჭურვილობის შესყიდვა“

კონტრაქტის/ფასთა კოტირების #: IDA/RDPII/G/SH/03-2016

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისათვის კომპიუტერული და საოფისე აღჭურვილობის შესყიდვა“
გამოქვეყნებულია: 8 აპრილი 2016    /    დასრულებული: 15 აპრილი 2016

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი-

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ფარგლებში დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.