დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 1 აგვისტო 2016    /    დასრულებული: 8 აგვისტო 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში არსებული ქუჩების (ჩაქვის ცენტრიდან სასტუმრო ოაზისამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიების სანიაღვრე სისტემის მოწყობა) რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 29 ივლისი 2016    /    დასრულებული: 29 აგვისტო 2016

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან პარკირების მოწყობა და რეზიდენციასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

კონტრაქტის/ტენდერის #IBRD/RDPIII/CW/NCB/30-2016

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დარიალის სამონასტრო კომპლექსთან პარკირების მოწყობა და რეზიდენციასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
გამოქვეყნებულია: 27 ივლისი 2016    /    დასრულებული: 2 აგვისტო 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 114.959 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 2 აგვისტოს 12:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 25 ივლისი 2016    /    დასრულებული: 29 ივლისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 20 ივლისი 2016    /    დასრულებული: 19 აგვისტო 2016

თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩილის მონასტერთან და ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/MIMP/W/NCB/16-2016

საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩილის მონასტერთან და ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 20 ივლისი 2016    /    დასრულებული: 26 ივლისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან „ხირსის წმ. სტეფანეს მონასტერი“ და სოფელ ტიბაანის სასაფლაოსთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 481.728 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 26 ივლისს 13:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 19 ივლისი 2016    /    დასრულებული: 25 ივლისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს დაბა აბასთუმანში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 19 ივლისი 2016    /    დასრულებული: 9 აგვისტო 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - ასურეთში ეკლესიისა და სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ასურეთში XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიისა და სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 15 ივლისი 2016    /    დასრულებული: 22 ივლისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის კეთილმოწყობის დეტალური საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის კეთილმოწყობის დეტალური საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 15 ივლისი 2016    /    დასრულებული: 22 ივლისი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ტაძარი ნიკორწმინდა“ რესტავრაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ტაძარი ნიკორწმინდა“ რესტავრაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.