ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - კახეთის რეგიონში ტურიზმისა და პროექტის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება

გამოქვეყნებულია: 18 მარტი 2014    /    ძალაშია: 1 აპრილი 2014

 საქართველომ მოითხოვა დაფინანსება მსოფლიო ბანკისაგან რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად და დაგეგმილია ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროექტის შეფასებას, განხორციელებასა და ეფექტურობას. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობების განხორციელება: (i) კახეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური შეფასება და (ii) მექანიზმების შემუშავება მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობებისა და ეფექტურობის მონიტორინგისათვის, რათა გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, დასაქმება და ტურიზმთან დაკავშირებული ინვესტიციები.

 

ინტერესის გამოხატვა - კახეთის ტურიზმი