განცხადება ინტერესის გამოხატვის შესახებ

გამოქვეყნებულია: 18 მარტი 2014    /    ძალაშია: 21 მარტი 2014

 სსიპსაქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდიახორციელებს . წყალტუბოს წრიული გზის ტექნიკური-ეკონომიკური შესწავლის და დეტალური საინჟინრო პროექტის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N385 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

მომსახურების შესყიდვის მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის გამოყენებით იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ყველა დაინტერესებულ პირს თავიანთი შემოთავაზების წარმოსადგენად, ამასთან სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოხატავს მზადყოფნას განსახორციელებელი პროექტის ირგვლივ დაინტერებული პირების დეტალურად ინფორმირების მიზნით გამართოს ღია კარის დღე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 18 მარტს 18:00 საათზე, შემდეგ მისამართზე . თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება, ხელშეკრულების პროექტი და დაინტერესებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია ატვირთულია ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=110223&lang=ge