განცხადება ინტერესის გამოხატვის შესახებ

გამოქვეყნებულია: 18 მარტი 2014    /    ძალაშია: 7 აპრილი 2014

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდიახორციელებს წიწამურთან ილია ჭავჭავაძის მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N354 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

მომსახურების შესყიდვის მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის გამოყენებით იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ყველა დაინტერესებულ პირს თავიანთი შემოთავაზების წარმოსადგენად, ამასთან სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოხატავს მზადყოფნას განსახორციელებელი პროექტის ირგვლივ დაინტერებული პირების დეტალურად ინფორმირების მიზნით გამართოს ღია კარის დღე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 1 პრილს 18:00 საათზე, შემდეგ მისამართზე . თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება, ხელშეკრულების პროექტი და დაინტერესებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია ატვირთულია ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში.