სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს ბაზრის კვლევას - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში, დაბა სტეფანწმინდაში ცენტრალური უბანის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი 2019    /    ძალაშია: 7 მარტი 2019

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წელს დაგეგმილი აქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში, დაბა სტეფანწმინდაში ცენტრალური უბანის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე თანდართული ტექნიკური დავალებით მოცემული (იხილეთ დანართი N1 და ექსპლიკაცია - დანართი #2) გასატარებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, გთხოვთ, 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, მოგვაწოდოთ  ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის ცალკეული ეტაპების სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, გთხოვთ მიუთითოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი სავარაუდო ღირებულება მოიცავს თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადს (დ.ღ.გ.).

ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jshvelidze@mdf.org.ge ; npatsatsia@mdf.org.ge და procurement@mdf.org.ge

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

 

ტექნიკური დავალება ყაზბეგის ცენტრი

ექსპლიკაცია-დანართი N2