ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება

გამოქვეყნებულია: 15 აგვისტო 2017    /    ძალაშია: 14 სექტემბერი 2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება, ასპინძის მუნიციპალიტეტი.

 

სამშენებლო  ტერიტორია მდებარეობს ვარძიის ხუროთმოძღვრულ კომპლექსთან (ასპინძის მუნიციპალიტეტი), თბილისიდან 280 კმ-ში.

 

პროექტი ითვალისწინებს ასპინძა-ვარძიის ავტომაგისტრალიდან ვანი ქვაბების მონასტრისაკენ ამავალი გზის გასწვრივ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

კერძოდ:

) ტრასასთან ახლოს  მონასტრისაკენ ამავალი გზის მარცხენა მხარეს ავტოპარკინგის მოწყობას, ორი სამგზავრო ავტობუსისათვის (322 2). მითითებული ადგილი მოსწორდება, დაიგება ასფალტი, დაიხაზება პარკინგისათვის და განათდება;

) აღნიშნული გზის ზედა ნაწილში, მონასტერთან ახლოს, მოეწყობა ორი მცირე ზომის შენობა - ვიზიტორთა ცენტრი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. შენობები რკ. ბეტონის კონსტრუქციისაა, ქარხნულად დაფერილი თუნუქის ქანობიანი სახურავით. კედლები მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. შენობების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა ჭაბურღილი და 3 3 რეზერვუარი. შენობები უზრუნველყოფილი იქნება ასევე ელექტრობით და საკანალიზაციო გამწმენდით. აქვე, გზის მეორე მხარეს გათვალისწინებულია ავტოპარკინგის მოწყობა 10 მსუბუქი ავტომობილისათვის. ტერიტორია განათდება, განთავსდება სანაგვე ურნები.

) მონასტრის ტერიტორიაზე, შესასვლელის მიმდებარედ მოეწყობა მცირე ზომის მოსასვენებელი ბაქანი (48 2), საიდანაც ლამაზი პეიზაჟი იშლება. მოეწყობა ლითონის მოაჯირი, დაიგება ბაზალტის ფილები. მოეწყობა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.

) პროექტით განსაზღვრულია უშუალოდ ვანის ქვაბების კომპლექსისაკენ ამავალ გზაზე უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, არსებული მოაჯირების შეკეთება და დამატებითი ლითონის მოაჯირების მოწყობა. დაიდგმება მოსასვენებელი სკამები.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე

 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=240251&lang=ge