ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

გამოქვეყნებულია: 12 ივლისი 2017    /    ძალაშია: 11 აგვისტო 2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი.

სამშენებლო მოედანი მდებარეობს ვარძიას კომპლექსის მიმდებარედ (aსპინძის მუნიციპალიტეტი) ძეგლის ძირში, ასპინძიდან 30 კმ. მანზილზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 1240 მ-ზე. პროექტით განსაზღვრულია კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ: 1. კომპლექსის ადმინისტრაციული კორპუსის გვერდით, ქანობიან რელიეფზე, ვიზიტორთა ცენტრის ორ სართულიანი შენობის აგება, სადაც საინფორმაციოს გარდა, განთავსდება საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი. 2. არსებული ავტოსადგომის გაფართოება და კეთილმოწყობა; 3. გათვალისწინებულია ასევე რეგიონისათვის დამახასიათებელი სავენახე ტერასების მოწყობა კომპლექსისაკენ ამავალი გზის მარჯვენა მხარეს, დამრეც ფერდობზე. რელიეფის დატერასება განხორციელდება ადგილობრივ ნატეხი ქვით. 4. პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსისაკენ მისასვლელი ხიდიდან მტკვარზე, სოფელ მირაშხანის მიმართულებით არსებული დაზიანებული 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე: