სიახლეები

27 ნოემბერი 2014

დავით შავლიაშვილმა „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დღეს „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს მინისტრთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, და თავად „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ დირექტორი, მარინა ტარასაშვილი, დაესწრნენ.
25 ნოემბერი 2014

თბილისი რუსთავის გზაზე შექმნილი საცობი სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება

თბილისი-რუსთავის 17, 4 კმ -იანი ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს არ უქმნის და ის გზის სავალ ნაწილზე არ ხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაავრცელა. ფონდში განმარტავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ისე არის დაგეგმილი, რომ ამ ეტაპზე ალტერნატიული გზა იჭრება და არსებულ გზასთან აღნიშნულ სამუშაოებს კავშირი არ აქვს.
22 ნოემბერი 2014

თიანეთის 6 სოფლის 800 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის, 800 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა და 2500-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტ რეჟიმში სასმელად მაღალი ხარისხის გაფილტრულ წყალს იღებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგებს დღეს, ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიძე თორაძეთან ერთად პირადად გაეცნო და ზარიძეების თემის მოსახლეობას შეხვდა .
21 ნოემბერი 2014

ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის პირველმა მაოდგილემ გიორგი ამაშუკელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 18 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს (54 დევნილი) საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
14 ნოემბერი 2014

19 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ , გიგა გიორგაძემ, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მორისმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონულმა წარმომადგენელმა, პოლ მაკინტოშმა, დევნილ ოჯახებს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.
12 ნოემბერი 2014

დავით შავლიაშილმა ზუგდიდში ცენტრალური ქუჩის 2 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა გახსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული 2 კმ-იანი გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან, და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 4 მილიონი ლარია. მგფ-მა პროექტი მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა. კერძოდ, სამუშაოებისთვის 1, 200 ათასი ლარი მსოფლიო ბანკმა გამოყო, 2, 800 ათასი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
11 ნოემბერი 2014

320 იძულებით გადაადგილებულ ოჯახისთვის ზუგდიდში 10 კორპუსი შენდება

320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი წლის ბოლოს ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს, 320 ოჯახისთვის ზუგდიდში 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავილაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.
10 ნოემბერი 2014

გიორგი ამაშუკელმა მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და , ამავდროულად , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს , ლორა თაკს, შეხვდა. ფონდის დირექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს რეაბილიტირებული კახეთი დაათვალიერებინა. კახეთის რეაბილიტაცია სწორედ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
6 ნოემბერი 2014

​ქუთაისში 110-ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

110 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, 2014 წლის ბოლოს, ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქუთაისში 110-ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 5 მლნ 560 ათასი ლარია.
28 ოქტომბერი 2014

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დღეს სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა დედაქალაქის მერთან - დავით ნარმანიასთან და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ - ვენჩაი ჟანგისთან ერთად დაათვალიერა. ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.