სიახლეები

13 მაისი 2015

მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს საქართველოში ჯორჯია კუციანას შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
7 მაისი 2015

მგფ-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ -იანი ქვაფენილის გზა დააგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ-იანი ქვაფენილის გზა დააგო. ბოლნისში, ელიას მთაზე, მონასტრის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მონასტრამდე მისასვლელი გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 312456,36 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახლად დაგებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
6 მაისი 2015

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაციას განახორციელებს

თელავში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს. სარეაბილიტაციო პროექტების დეტალური კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა წარადგინა. სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელებისათვის საბოლოო პროექტის განხილვა ექპსერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ფონდის ინიციატივით მხოდა. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედის განვითარებას კახეთის რეგიონში.
3 მაისი 2015

ტყის აღდგენის მიზნით მგფ-მა წყალტუბოს სოფელ ცხუნკურში 343 ძირი იფნის ნერგი დარგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში, კერძოდ ცხუნკურის სატყეო უბანზე 343 ძირი 4 წლის იფნის ნერგი დარგო. ტყის აღდგენის აქციაში მონაწილეობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ფონდის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. ფონდის აქციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი წყალტუბოს #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუართდა.
2 მაისი 2015

დევნილთათვის განკუთვნილ 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.
რეაბილიტირებული კორპუსები დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
1 მაისი 2015

რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მლნ აშშ დოლარის გრანტი მიიღო

დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი, აღნიშნული გრანტის განკარგვას სწორედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
30 აპრილი 2015

შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თორნიკე თორაძეს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტის მენეჯერს კრისტოფ იზენმანმსა და “GOPA კონსალტინგის“ სათავო ოფისის მენეჯერს რაინერ რიჰას შეხვდნენ.
29 აპრილი 2015

ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ 320 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით 10 საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. პროექტის განხორციელების შედეგად იძულებით გადაადგილებულმა, 320-მა ოჯახმა ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღო. პროექტის ღირებულება 14, 463, 231.73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.
27 აპრილი 2015

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი აშენდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 630108,14 ლარია. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
26 აპრილი 2015

გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის 3000-ზე მეტ მოსახლეს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გამყოფი ხაზის სამ სოფლეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე ზემო ხვითის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 3,386,397.86 ლარია. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. პროექტის განხორციელების შედეგად სამი სოფლის 880 ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი 3000-ზე მეტი მოსახლე 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.