სიახლეები

23 მარტი 2016

მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 1,224,710.90 ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.
18 მარტი 2016

სალხინო- ლეცავე -ბალდას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზას, რომელსაც რეაბილიტაცია 35 წელია არ ჩატარებია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა.
2 მარტი 2016

გამწვანების აქცია თბილისი-რუსთავის გზაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის გზაზე სხვადასხვა სახეობის 2300 ძირ ნერგს რგავს. დღეს გამწვანების აქციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაერთნენ.
24 თებერვალი 2016

ნინოწმინდაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. ობიექტზე მიმდინარეობს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, ასევე წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. ამავდროულად, კეთდება ავტოსადგომი და ტურისტული ცენტრი. ასევე, მოხდება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ღვინის სარდაფის მოპირკეთება რიყის ქვებითა და ქართული აგურით.
23 თებერვალი 2016

თბილისში 23-ე მეტროსადგური შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროსადგურს აშენებს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა.
17 თებერვალი 2016

დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
15 თებერვალი 2016

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გამყოფი ხაზის სოფლებში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის- ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შესრულებული სამუშაო შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
8 თებერვალი 2016

სოფელ ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამყოფი ხაზის სოფელში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
4 თებერვალი 2016

მგფ-მა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს თოვლის საჭრელი სპეცტექნიკა გადასცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს თოვლისა და ყინულის მჭრელი სპეცტექნიკა გადასცა. სპეცტექნიკა მრავალფუნქციურია და მისი მეშვეობით წელიწადის სხვა დროს ქუჩების დასუფთავებაცაა შესაძლებელი. ტექნიკის ღირებულება 295,000.00 ლარია და მისი შეძენა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა. სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა და მისი მუშაობა შეამოწმა.
29 დეკემბერი 2015

ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების დაწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 7 მლნ 200 ათასი ლარია.