სიახლეები

16 მაისი 2016

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამავდროულად მიმდინარეობს მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
7 მაისი 2016

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

დღეს საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.
4 მაისი 2016

მგფ-მა დევნილთა დასახლებებში 13 სპორტული მოედანი გააკეთა და 185 ოჯახს გამათბობელი დაუმონტაჟა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 3 სპორტული მოედანი და 10 საბავშვო მოედანი გააკეთა. ამას გარდა, 185 დევნილ ოჯახს დაუმონტაჟდა გათბობის სისტემა. პროექტის საერთო ღირებულება 1 356, 267, 24 ლარია. ხონის დევნილთა დასახლებაში სათამაშო და სპორტული მოედნები, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა „USAID”-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
18 აპრილი 2016

ქ. სიღნაღში „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქალაქ სიღნაღში „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
13 აპრილი 2016

სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
11 აპრილი 2016

სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ასრულებს. პროექტის ღირებულება 950 675,00 ლარია და ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
7 აპრილი 2016

დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
4 აპრილი 2016

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლების ცოდნისკარი - თელა - პატარაგორი - კაბალის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6 კმ-ია და მისი ღირებულება 2, 300, 000 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.
31 მარტი 2016

გამწვანების აქცია მახათას მთაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მახათას მთაზე სხვადასხვა სახეობის 2600 ძირი ნერგი დარგო. დღეს გამწვანების აქციაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი მოადგილე დავით ტაბიძე ფონდის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ.
25 მარტი 2016

სოფელ ფახულანიდან სოფელ საბერიოდე მისასვლელი 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიომდე მისასვლელ 4 კმ - იან გზას, რომელიც აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2,323,231.04 ლარია. რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.